დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 
	
	
	
	
		
		
		
		№05/01-01                                       03. 04. 2012
		
		
		
		
	
	
	
	
		
		
		2011-12 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის წინასწარ დადგენილ ვადებში მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა მიმდინარე შეფასებაში ორგანიზაციული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით       
		
		
		
		ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
		
		
		
		
	
	
	
	- განისაზღვროს შუალედური გამოცდებისათვის 2012 წლის 30.04_05.05. პერიოდი;
- იმ შუალედური გამოცდებისათვის, რომლებსაც ატარებს საგამოცდო ცენტრი საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას თსუ საგამოცდო ცენტრში არა უგვიანეს 12.04. 2012;
- თსუ საგამოცდო ცენტრში საგამოცდო საკითხები ან ბილეთები წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ან ბეჭდვითი ფორმით;
- საგამოცდო საკითხებთან ან ბილეთებთან ერთად ლექტორებმა/პედაგოგებმა უნდა წარადგინონ საგნის პედაგოგის ფორმულარი;
- დაევალოს ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დეკანის მოადგილეს გიორგი ღაღანიძეს;
- ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანის მ. შ. ა. ხელაძე
